მსახიობ გიორგი ფოჩხუას ოჯახი საქართველოს პროკურატურაში საქმის ხელმეორედ გამოძიების მოთხოვნით განცხადებას დღეს შეიტანს, - აღნიშნულის შესხებ ჟურნალისტებთან გიორგი ფოჩხუას დამ ელენე ფოჩხუამ განაცხადა.
მისი თქმით, მკვლელობის ბევრი დეტალი გაურკვეველია. „საქმეში არსებობს ბევრი გარემოება, რომელიც ჩემი ოჯახის წევრების ეჭვს იწვევს“–აცხადებს ელენე ფოჩხუა. ფოჩხუების ოჯახი საქართველოს მთავარ პროკურორს საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის შალვა დადიანის დრამატული თეატრის რეჟისორი და მსახიობი გიორგი ფოჩხუა ანაკლიაში 14 აგვისტოს მოკლული იპვეს. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია დააკავეს. ცობეხიასთან ერთად, დაკავებულია ნიკოლოზ ბაძაღუაც, რომელსაც გამოძიება დანაშაულის დაფარვისთვის ედავება. მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.
მასალის გამოყენების პირობები