PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/SAM_1471.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

გარემოვაჭრეები სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას ითხოვენ (video)
19:46 / 19.11.2012
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს. რამდენიმე ათეულმა მოვაჭრემ საავტომობილო გზის სავალი ნაწილი გადაკეტა. მათი საპროტესტო აქციის მიზეზი გამგეობის მიერ გაცემული განკარგულების საფუძველზე გარემოვაჭრეების სამუშაო ადგილებიდან აყრა გახდა. როგორც მათ "ათინათთან "საუბარში აღნიშნეს ადგილების დატოვება ამ დილით მოთხოვეს, თუმცა მიუხედავად მათი დაჟინებული მოთხოვნისა მათთვის არ წარუდგენიათ შესაბამისი საბუთი.
აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ალექსანდრე ქობალიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათთან სიტუაციის გასარკვევად გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი თენგიზ შანავა მივიდა. გარემოვაჭრეებმა მასთან საუბარი არ ისურვეს. მოგვიანებით მოვაჭრეებთან სასაუბროდ ალექსანდრე ქობალია მივიდა, თუმცა ადგილზე საუბარი ვერ შედგა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა გარემოვაჭრეებს მოლაპარაკების საწარმოებლად 10 კაციანი შემადგენლობით სამუშაო ჯგუფის შექმნა სთხოვა.
მოგვიანებით გარე მოვაჭრეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობისკენ გადაინაცვლეს, სადაც გამგეობის წარმომადგენლებსა და გარე მოვაჭრეების 10 კაციან ჯგუფს შორის მოლაპარაკება შედგა.
მოლაპარაკება დახალოებით 2 საათს გაგრძელდა, როგორც შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა გარემოვჭრემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ამომწურავ პასუხს მათ 5 საათზე, მას შემდეგ გასცემენ, რის შემდეგაც ისინი წარადგენენ სიას იმ გარემოვაჭრეებისა, რომლებიც ტანსაცმლით ვაჭრობენ. ხოლო იმ ადამიანებისთვის ვინც პროდუქტს ჰყიდის ადმინისტრაციას ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გამოუყოფს ადგილს.
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები