სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სამეგრელო–ზემო სვანეთის 50 პარტნიორ სკოლაში 14.00 საათზე ერთდროულად დასუფთავების აქცია დაიწყო. აქციაში ჩართულები იყვნენ, როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები, მშობლები და თემის წარმომადგენლები. აქციას მხარდაჭერას პროკრედიტბანკის ზუგდიდის ფილიალი უწევდა .
პროექტი PH International-ის მიერ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ერთ–ერთი პარტნიორი, ქართულ–ფრანგული სკოლის დირექტორმა კახაბერ ფარცვანიამ აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები აუცილებელია მოსწავლეთა სამოსალაქო სქმიანობაში ჩართულობისთვის.
მასალის გამოყენების პირობები