დღეს,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ლიტერატურული კლუბის წარდგენა და ამავე კლუბში გაერთიანებული შემოქმედებითი ჯგუფის "ღვინისფერ ბიჭებთან" შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდა პოეტებმა მსმენელს თავიანთი შემოქმედება გააცნეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორის მანანა გვარამიას თქმით,კლუბში შემოქმედი და ლიტერატურის მოყვარული ახალგაზრდები ერთიანდებიან, შემდეგში კი მათი ნამუშევრების პოპულარიზაცია იგეგმება.
კლუბის მიზნია ახალგაზრდებში ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბება , შემოქმედი მკითხველის აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი უნარის განვითარება.
მასალის გამოყენების პირობები