გილერმო დელ ტორომ წინამდებარე ფანტასტიკური ბლოკბასტერის „წყნარი ოკეანის ნაპირი 2“ დეტალები გაგვანდო.
„პირველი ფილმის მოვლენების განვითარებიდან რამდენიმე წელი გაივლის. მსოფლიოს უკვე კაიძიუს თავდასხმა აღარ ემუქრება და ახლა დრო მოვიდა იფიქრონ იმაზე თუ რა უნდა უქნან მშვიდობიან დროს ეგერეის ტექნოლოგიას“,- ამბობს რეჟისორი.
დელ ტორომ შენიშნა, რომ ახალ ფილმში ჩარლი დეის და ბერნ ჰორმანის პერსონაჟებს უფრო მეტი დრო დაეთმობათ.
რეჟისორმა მძაფრსიუჟეტიანი ფილმის მოყვარულთა გახარება იჩქარა და დაადასტურა, რომ „კაიძიუ გარეგნულად შეიცვლება და ასევე სხვა ურჩხულებიც გამოჩნდებიან. ეს სულ სხვა თავგადასავალი იქნება“.
„წყნარი ოკეანის ნაპირი 2“ გაქირავებაში 2017 წლის 5 აპრილს გამოვა.
მასალის გამოყენების პირობები