არაპუნქტუალურობა ბევრისთვის აქილევსის ქუსლს წარმოადგებს. კალიფორნიელი მეცნიერები შეეცადნენ იმის გარკვევას, თუ რა მიზეზები და მიზნები აიძულებთ ადამიანებს სამსახურში, შეხვედრაზე კინოსეანსზე თუ ოფიციალურ წვეულებაზე დაგვიანებას? რატომ აწუხებთ მათ პერმანენტულად დროის დეფიციტი?
კვლევის მიმდინარეობისას სპეციალისტებმა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანების გამოკითხვა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები სხვადასხვა ღონისძიებაზე არა მხოლოდ დროის დეფიციტის გამო ხდებიან არაპუნქტუალურები. გვიან მისული სტუმარი მეტად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რაც ქალბატონებს ძალიან სიამოვნებთ. ბევრი მიიჩნევს, რომ სისწრაფის მიუხედავად ყველა საკითხის მოგვარება უჭირთ.დღე-ღამეში 25 საათი მაინც უნდა იყოსო, ამბობენ ისინი.
ფსიქოლოგები პუნქტუალურობის სწავლას შემდეგი გზებით გვირჩევენ: მაღვიძარის ხმამაღალი ზარი, ნაკლები დრო ტელეფონთან და სოციალურ ქსელებთან, მეტი მობილიზაცია, საქმის წინასწარ დაგეგმვა, ნაკლები დრო სარკესთან. ამ პრინციპების დაცვით პრობლემა მარტივად მოგვარდება.
მასალის გამოყენების პირობები