სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად ვალერიან იოსავა, ხოლო მის მოადგილედ ნონა თოლორაია დაინიშნა.
როგროც ნონა თოლორაიამ რადიო „ათინათთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, ამ ეტაპზე შესაბამისი საბუთები მზადდება და მისი ოფიციალური წარდგენა აღნიშნულ პოსტზე უახლოეს დღეებში იგეგმება.
ნონა თოლორაია 2000-2005 წლებში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო. 2005 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველზე ნონა თოლორაიას უკანონო განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის ბრალდებით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი მოგვიანებით, მას სააპელაციო სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმით შეუცვალა. ამის შემდეგ ნონა თოლორაია „რესპუბლიკური პარტიის“ ზუგდიდის ოფისისი ხელმძღვანელი გახდა
მასალის გამოყენების პირობები