რუბრიკები
ზუგდიდში მრგვალი მაგიდა - "დავიცვათ კანონი აივ ინფიცირებულების შესახებ" მოეწყო (ვიდეო)
შიდსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, "შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის" ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა - "დავიცვათ კანონი აივ ინფიცირებულების შესახებ" გაიმართა. დისკუსია ზუგდიდის საკრებულოს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა. შეხვედრას, სადაც  სამართალდამცავი ორგანოების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ, ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე მყოფი ბენეფიციარების პრობლემები განიხილეს, რომლებსაც ისინი სამართალდამცავ სტრუქტურებთან მიმართებაში აწყდებიან.  შეხვედრაზე,  ასევე,  ისაუბრეს შიდსთან დაკავშირებული პრობლემების  იდენტიფიცირებისა და მისი გადაჭრის გზებზე. "შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის" ადვოკატის  ნანა სიჭინავას ინფორმაციით,  აივ ინფიცირებული მოქალაქე მედიკამენტ ეფავირენზის გამო, რომელიც ნარკოლოგიური შემოწმების დროს ცრუ დადებით პასუხს იძლევა, 500 ლარით დაჯარიმდა. მისვე თქმით, ეს პროცესი რამდენჯერმე განმეორდა. " მოქალაქე იძულებული გახდა თავისი სტატუსი გაემჟღავნებინა. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ცნობა და ექიმის დასკვნა,  პრეპარატი ცრუ დადებით ტესტს იძლევა, გამომძიებელი  საქმის დახურვას დღემდე ვერ წყვეტს", განაცხადა შეხვერდაზე ადვოკატმა ნანა სიჭინავამ. ადვოკატის მიერ წამოჭრილ პრობლემაზე შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის კობა კირთაძის თქმით, აივ ინფიცირებულების მონაცემთა ბაზა სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. "ჩვენ ვართ ის ორგანო, რომელსაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან გვაქვს დაშვება და მით უმეტეს ეს საკითხი არ უნდა იყოს ჩვენთვის დახურული. უნდა ვიცოდეთ ვინ არის დაკავებული, რითი მკურნალობს და რა გარემოებებში იღებს მედიკამენტს.  შს სამინისტროს ეს მონაცემები რომ ექნება, პრომლემაც მოგვარებული იქნება", - თქვა კობა კირთაძემ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, ზუგდიდში მიმდინარე წელს 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2013 წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებს აჭარბებს. "შიდსით დაავადებუთა დახმარების ფონდის" კონსულტანტის ლია ჭურღულიას თქმით,  საქართველოში 2014 წლის 21 ნოემბრის მონაცემებით 4  622 შემთხვევაა  რეგისტრირებული. აქედან, 2 395 მამაკაცია, ხოლო 1 227 ქალი. მათ შორის,  მიმდინარე წელს 491 ახალი შემთხვევა გამოვლენილი. პაციენტთა ასაკი  29-დან 40 წლამდე მერყეობს.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.