ოლივერ სტოუნი განსაკუთრებული ნამუშევრისთვის ემზადება! მან ბარაკ და მიშელ ობამების პირველ პაემანზე ფილმი უნდა გადაიღოს. “სამხრეთში შენთან ერთად” – ასე ერქმევა ახალ სურათს, რომლის სცენარი რიჩარდ ტანს ეკუთვნის. სიუჟეტი მოგვიყვება, როგორ შეხვდნენ პირველად ერთმანეთს ახალგაზრდა ბარაკი და ადვოკატი მიშელ რობინსონი და როგორ განვითარდა მათი ურთიერთობა ქორწილით დაგვირგვინებამდე.
მთავარი მოვლენები 1989 წლის ზაფხულში ვითარდება.
ფილმის გადაღებები ივლისში დაიწყება. მიშელ ობამას როლს თიკა სამპტერი შეასრულებს. ჯერჯერობით უცნობია პრეზიდენტის პერსონაჟის განმასახიერებელი მსახიობის ვინაობა და ახალი ნამუშევრის პრემიერის თარიღი.
მასალის გამოყენების პირობები