ამერიკელი კინოკრიტიკოსების სამმა გავლენიანმა საზოგადოებამ – ლოს–ანჯელესის, ბოსტონისა და ნიუ–იორკის კრიტიკოსთა ასოციაციებმა – 2014 წლის საუკეთესო ფილმი აარჩიეს. პროფესიონალებმა იშვიათი ერთსულოვნება გამოავლინეს და ხმა მისცეს სურათს „ბავშვობა“.
ასევე სამივე ორგანიზაციამ ჩათვალა, რომ რეჟისორის ნომინაციაში გამარჯვებული „ბავშვობის“ რეჟისორი რიჩარდ ლინკლეიტერი უნდა გახდეს. გარდა ამისა, ბოსტონის კრიტიკოსებმა სურათს ჯილდო საუკეთესო სამსახიობო დასისთვისაც მიანიჭეს.
თავის მხრივ, ლოს–ანჯელესის კრიტიკოსების ასოციაციამ ჩათვალა, რომ ამ ფილმში ერთ–ერთი მთავარი როლის შემსულებლის, პატრიცია არკეტის სამსახიობო ნამუშევარი იყო საუკეთესო.
აღსანიშნავია, რომ , როგოც წესი, ფილმები, რომლებიც კინოკრიტიკოსების პროფესიონალური საზოგადოებების აღიარებას იღებენ შემდეგ „ოქროს გლობუსისა“ და „ოსკარის“ პრეტენდენტები ხდებიან. პირველი ცერემინია 2015 წლის 11 იანვარს ,ხოლო მეორე – 22 თებერვალს შედგება.
მასალის გამოყენების პირობები