ესპანელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ აგრესიული მძღოლების გარეგანი ფაქტორებით ამოცნობის ხერხს მიაგნეს. ექსპერიმენტში, მადრიდის ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომუნიკაციების პოლიტექნოკური უნივერესიტეტის გამოყენებითი მათემატიკის სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
მეცნიერების დასკვნით, აგრესიული მძღოლების ამოცნობა შესაძლებელია მათი მოძრაობის სიჩქარის და აჩქარების მიხედვით. ამასთან, დეტალური ინფორმაცია მეცნიერებს არ მოუციათ. მათემატიკოსებმა განაცხადეს, რომ მომავალში, მათი მეთოდის გამოყენებით, აგრესიული მძღოლების ამოცნობა სმარტფონის აპლიკაციის საშუალებით გახდება შესაძლებელი.
ასეთი ექსპერიმენტები ადრეც ჩატარებულა, თუმცა მაშინ სპეციალური მოწყობილობები გამოიყენებოდა, რომლებიც მძღოლის პულსს, წნევას და სუნთქვის სიხშირეს აკვირდებოდა. ესპანელი მეცნიერები კი თვლიან, რომ ასეთი მეთოდი არაეფექტიანია, ვინაიდან მძღოლებს აღიზიანებს.
ამ წლის ოქტომბერში კომპანია LeasePlan-მა აგრესიული მძღოლები ეროვნულობის მიხედვით დაყო და განაცხადა, რომ ყველაზე აგრესიულები ბრიტანელი მძღოლები არიან, შემდეგ ფრანგები და ჩეხები.
მასალის გამოყენების პირობები