ავსტრალიელებმა, პირველებმა მსოფლიოში მზის ბატარეების მარგი ქმედების კოეფიციენტი(მქკ) 40%-მდე გაზარდეს. ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიღწევა დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა დაადასტურეს.
ავსტრალიელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ ჩეულებრივ კომერციულ მზის ბატარეებს, მხოლოდ ახალი ელემენტი დაამატეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიახლე მზის ენერგეტიკის ბიზნესში სწრაფად და მარტივად დაინერგება.
ტექნოლოგიური სიახლის მთავარი იდეა ფილტრების გამოყენებას გულისხმობს. ფილტრები მზის სხივების იმ სპექტრის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, რომელიც აქამდე ტრადიციული მზის პანელებისათვის უსარგებლო იყო.
რამდენიმე ათული წელია მზის ბატარეების ეფექტურობის გაზრდა მსოფლიო მეცნიერების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მქკ-ის 20%-იანი ზღვარი 1989 წელს გადაილახა. ყველაზე ეფექტური მზის ელემენტები კოსმონავტიკაში გამოიყენება.
მასალის გამოყენების პირობები