ინგრედიენტები:
ყაბაყი 2-3 ცალი
სტაფილო 3-4 ცალი
ხახვი 2 თავი
ნიორი 3 კბილი
ზეთში მოვშუშოთ მსხვილად გახეხილი სტაფილო. შუშვის დროს ტაფას სახურავი დავახუროთ. 10 წუთში მოვხადოთ სახურავი, დავუმატოთ ნახევარრგოლებად დაჭრილი ყაბაყი და განვაგრძოთ შუშვა.
10-15 წუთში დავაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, მარილი და წიწაკა. 10 წუთის შემდეგ ბოსტნეულს დავასხათ დაჭყლეტილ პამიდორში გახსნილი ტომატ-პასტა, წვრილად დაჭრილი მწვანილი და დაჭყლეტილი ნიორი. სოტე კიდევ 5 წუთი ვშუშოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
მასალის გამოყენების პირობები