ინგრედიენტები:
ავოკადო 1
კიტრი 2
ტკბილი წიწაკა, წითელი 1
პამიდორი 2
სიმინდის კონსერვი 1 ქილა
ლობიოს კონსერვი 1 ქილა
ზეითუნის ზეთი 2 ს.კ
ლიმონის წვენი 1 ს.კ
მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
კონსერვირებული სიმინდი და ლობიო გადავწუროთ. ტკბილი წიწაკა თესლისგან გავასუფთავოთ და დავჭრათ კუბებად.
ავოკადოს მოვაილოთ კანი და კურკა, დავჭრათ წვრილად. ასევე დავჭრათ კიტრი და პამიდორი. შევურიოთ ერთმანეთს ყველაფერი, დავამატოთ მარილი და პილპილი. მოვასხათ ზეთი და ლიმონის წვენი.
მასალის გამოყენების პირობები