სტუდია Toho, რომელმაც მსოფლიოს გოძილა აჩუქა, თავის ურჩხულთან დაბრუნებას მისი უკანასკნელი ფილმიდან 10 წლის შემდეგ აპირებს. სურათის წარმოება 2015 წელს დაიწყება , ხოლო პრემიერა სავარაუდოდ 2016 წელს შედგება.
Toho 1932 წელს დაარსდა. ეს ის სტუდიაა, რომელთანაც მუშაობდნენ აკირა კუროსავა, იასუძირო ოდზუ და იაპონური კინემატოგრაფიის სხვა ლეგენდები.
ამ სტუდიის ყველაზე ცნობილი შემოქმედება გოძილაა, რომლის შესახებაც მთლიანობაში 28 ფილმია გადაღებული. ეს ურჩხული ეკრანებზე პირველად 1954 წელს გამოჩნდა.
უკანასკნელი სურათის წარამტებამ სტუდიას ახალი პროექტის დაწყება გადააწყვეტინა. პროდუსერები აღნიშნავენ, რომ იაპონური ვარიანტი ამერიკული წინამორბედის მსგავსი არ იქნება. სურათზე 200 მილიონის დახარჯვას არავინ აპირებს, მაგრამ იგეგმება ისეთი გოძილას ჩვენება, რომელიც თავის ამერიკელ მეგობარზე ნაკლები არაფრით იქნება.
მომავალი წლის აპრილში კინოთეატრ Shinjuku–ში, რომელიც Toho Cinemas ქსელს მიეკუთვნება, გოძილას გიგანტურ ქანდაკებას აღმართავენ.
ამ ურჩხულის შესახებ გადაღებული ბოლო, 28–ე იაპონური ფილმი გაქირავებაში 2004 წელს გამოვიდა და მხოლოდ 12 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მაშინ მისმა შემქმნელებმა იფიქრეს, რომ მისი თაროზე შემოდების და დავიწყების დრო მოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები