ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე გია ლემონჯავა დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. როგროც ლემონჯავამ ჟურნალსტებს განუცხადა, მასზე ზეწოლა არ განხორციელებულა, თუმცა იგი ღიად არც გადსადგომის მიზეზებზე საუბრობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ზურაბ ჯიქიას თქმით,გია ლემონჯავამ ამ ნაბიჯით თავიდან აიცილა ჩხოროწყუში მარტვილის სცენარის გამეორება. საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ერთი კვირის ვადაში უნდა იქნეს არჩეული. საკრებულოს შემადგენლობაში 23 წევრია. წევრების რაოდენობა 3 ფრაქციად იყოფა. სამივე ფრაქციას უფლება აქვს საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს.
ჩხოროწყუს გამგებელი მერაბ შელია მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. ჩხოროწყუს საკრებულოს თვმჯდომარის თანამდებობზე „ქართულ ოცნების“ ჩხოროწყუს ოფისის ხელმძღვანელის და საკრებულოს წევრი კორნელი წურწუმიას არჩევას ვარაუდობენ. გამგებლად კი დავით გოგუას კანდიდატურას ასახელებენ. სანამ ვარაუდები გამართლდება და მოქმედ გამგებელს მერაბ შელიას შეცვლიან, საკრებულომ ჯერ გამგებლის გდაყენების საკითხზე უნდა იმსჯელოს.
როგროც ცნობილია არაამთავრობო ორგანიზაციები ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებზე ზეწოლის ფაქტებს გმობენ. „სამართლიანი არჩევნები“ გმობს ძალადობის გამოვლინებას ნებისმიერი ფორმით და მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ განხორცილებული უკანონო ქმედების გამოძიება და მასში მონაწილე პირების კანონმდებლობის შესაბამისად დასჯა აუცილებელია.
მარტვილის მუნიციპალიტეტში 8 პირმა გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები