გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში 1000 ძირამდე თხმელისა და რცხილას ჯიშის ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,ბრაკონიერების მიერ ხე-ტყის უმეტესი ნაწილი გატანილია ჭრის ადგილიდან.
მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება სამგერელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას.
მასალის გამოყენების პირობები