დღეიდან, ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფო მოსახლეობას კარდიოინტენსიურ სერვისებს სრულად მიაწვდის. ჰოსპიტალში კათეტერიზაციის ლაბორატორია აღიჭურვა, სადაც კორონოგრაფია, როგორც გადაუდებელ, ასევე გაგმიურ რეჟიმში ჩატარდება. ახლად გახსნილ კარდიოინტენსიურ სამსახურში ადგილობრივ ექიმებთან ერთად, პაციენტებს თბილისიდან მოწვეული კარდილოგებიც მოემსახურებიან, რომლებმაც ატესტაცია ევროპის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებში გაიარეს.
ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერი ნიკა ჭეჟია მოსახლეობას, სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” სახელით, სიახლის დანერგვას ულოცავს და ამბობს, რომ პაციენტები რთულ კარდიოლოგირ დახმარებას, რომელიც “ოქროს სტანდარტად” არის აღიარებული, რეგიონიდან გაუსვლელად მიიღებენ.
ნიკა ჭეჯიას ინფორმაციით, სიახლის დანერგვამდე პაციენტები ქუთაისის, თბილისისა და ბათუმის საავადმყოფოებში გადაჰყავდათ. ასევე, მისივე თქმით, სერვისებზე ხელმისაწვდომობა აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სრულად შეეძლება.
ზემოაღნიშნული მეთოდებით, სამდიცინო მომსახურეობა უკვე გაეწია 67 წლის ზაურ ფიფიას. ის მიოკარდის მწვავე ინფრაქტის დიაგნოზით ზუგდიდის რესპუბლიკურ ჰოსპიტალში გუშინ მოათავსეს. ამჟამად, პაციენტი თავს კარგად გრძნობს და ჟურნალისტებს ინტერვიუც კი მისცა.
“გუშინ გავხდი ძალიან ცუდად. არ მახსოვს როგორ შემომიყვანეს. ექიმებმა დაუჯერებელი მდგომარეობიდან გამომიყვენეს”, – ამბობს ზაურ ფიფია.
კარდიო ინტენსიური სამსახურის ხელმძღვანელი, კარდიოლოგ ლალი ქარჩავას თქმით, 67 წლის პაციენტს გადაუდებელ რეჟიმში ჩაუტარდა კორონაროგრაფია, შედეგი - დამაკმაყოფილებელია.
“მოხდა მარჯვენა კორონალური არტერიის სტენდირება, ორი სტენდის ინპლანტაცია. შედეგი დამაკმაყოფილებელია და პაციენტი აგრძელებს მკურნალობას”, – თქვა ლალი ქარჩავამ.
ზუგდიდის რესპუბლიკური ჰოსპიტალი “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” ქსელში შემავალი ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრია, რომელიც სამეგრელოს რეგიონში ყველაზე მძლავრ მრავალპროფილურ სერვისს სთავაზობს მოსახლეობას.
მასალის გამოყენების პირობები