ჯონ ლი ჰენკოკი “მაკდონალდსზე” მხატვრული ფილმის გადაღებას აპირებს. სიუჟეტი მოგვიყვება, როგორ დაიწყო მაკდონალდების მიერ შექმნილი რესტორნის წარმატება და როგორ დადგა ამ რესტორნების გაფართოების საკითხი დღის წესრიგში. ვინაიდან დიკ და მაკ მაკდონალდებს არ სურდათ პირადად გაეკონტროლებინათ მათი ბიზნესის გაფართოება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძმებმა რეი კროკი ექსკლუზიურ აგენტად დაიქირავეს. სწორედ მან მოახერხა ის, რომ ყველა ფილიალში შეენარჩუნებინა მაკდონალდების მთავარი პრინციპები: ხარისხიანი საკვები, წარმოების სისტემა, სწრაფი და მეგობრული სერვისი. ეს პრინციპები კი თავისი პრინციპებით – მაღალი სტანდარტის სისუფთავით, ხარისხით, სერვისით, კულტურითა და ხელმისაწვდომობით შეავსო. ამას მოჰყვა “მაკდონალდსის” გაფართოება უკვე მსოფლიო მასშტაბით. ახალი ფილმი სწორედ იმაზე მოგვიყვება, როგორ შეძლო კროკმა ერთი სამხრეთკალიფორნიული რესტორნის ყველაზე პოპულარულ საკვებ ობიექტად ქცევა.
ცნობილია, რომ სცენარს რობერტ სიგელი დაწერს. კროკის როლში კი ტომ ჰენკსს მოიაზრებენ, რაც ფილმის პოპულარობის განმაპირობებელი კიდევ ერთი მიზეზი იქნება. ჯერჯერობით უცნობია გადაღებების დაწყებისა და პრემიერის თარიღი.
მასალის გამოყენების პირობები