ზუგდიდში, ოქროს გადამყიდველი ნუნუ შონია საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დააყაჩაღეს. ოჯახის წევრების განმარტებით, მას ჩანთაში 2 კილოგრამი ოქრო ჰქონდა. სხვა დეტალები უცნობია. საქმე ყაჩაღობის მუხლითაა აღძრული. შემთხვევას ზუგდიდის პოლიცია იძიებს.
სპეციალისტებმა ადგილი უკვე დაათვალიერეს. ნუნუ შონია ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები