ლეონარდო დიკაპრიო კვლავ მარტოხელაა. 40 წლის მსახიობი თავის შეყვარებულ ტონი გარნს დაშორდა. ლეოსა და 22 წლის მოდელის რომანი ერთი წელი გრძელდებოდა.
დიკაპრიომ და ტონიმ ურთიერთობა 2013 წელს დაიწყეს. წყვილს თავისი ურთიერთობის აფიშირება არასდროს გაუკეთებია. ისინი წითელ ხალიჩებზე ერთად არ გამოჩენილან და კამერების ობიექტივში მოხვედრასაც თავს არიდებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პაპარაცებმა სხვადასხვა კურორტებზე შეყვარებულები არაერთხელ აღბეჭდეს, ისინი კომენტარის გაკეთებისგან მაინც თავს იკავებდნენ.
იქნებ იმიტომ, რომ ისინი თავიდანვე ხვდებოდნენ, რომ მათი რომანი დიდ ხანს არ გაგრძელდებოდა?! ბოლო დროს ლეო ხშირად ატარებდა დროს ღამის კლუბებში თავისი შეყვარებულის გარეშე. ცოტა ხნის წინ კი ის მშვენიერი უცნობი გოგონების ხმაურიან კამპანიაში შენიშნეს. სავარაუდოდ, ამ გზით მან თავისუფალ ცხოვრებასთან დაბრუნება აღნიშნა.
მასალის გამოყენების პირობები