საქართველოში ჟურნალისტთა პროფკავშირების შექმნა იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
ასოციაციის წარმომადგენლების განმარტებით, მნიშვნელოვანია მედიის სფეროში დასაქმებულთა უფლებები იყოს დაცული, რის გამოც უნდა შეიქმნას პროფკავშირები.
“იყო შემთხვევა, რომ ასობით ჟურნალისტი გამოუშვეს ტელევიიზიიდან და ამ დროს ჩვენ უუნაროები ვიყავით. აუცილებელია მეტად სოლიდარულები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ ჟურნალისტები”, – განმარტეს შეხვედარზე ასოციაციის წარმომადგენლებმა.
პროექტს “სამხრეთკავკასიაში მედია პროფკავშირების შექმნას” საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია ახორცილებს.
მასალის გამოყენების პირობები