ჟენევის მოლპარაკებები საუკეთესო საშუალებაა ოკუპირებული აფხაზეთის პოზიციის გამოსახატად - ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ეკონომიკურ საკითხებზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ე.წ. ბიუჯეტის პრობლემებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ რუსეთთან გაფორმებული შეთანხმება აფხაზეთის წინაშე მდგარ ბევრ რთულ საკითხს გადაჭრის.
"აბაზა ტივის" ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბამ ერევანთან დამაკავშრებელი რკინიგზის აღდგენაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აფხაზმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რამდენად სჭირდებათ მათ ეს პროექტი.
„თუ ჟენევის დისკუსიები ჩვენს წინაშე არსებულ ყველა ამოცანას არ გადაჭრის, იმის საშუალება მაინც არსებობს, რომ ჩვენ მოგვისმინონ. ამ შეხვედრების გაგრძელება აუცილებელია. ვიდრე სხვა ალტერნატიული საშუალება არ მოგვეცემა, ჩვენი პოზიცია ამ ფორმატში უნდა დავაფიქსიროთ,“ - განაცხადა დე ფაქტო ლიდერმა.
მასალის გამოყენების პირობები