სამეგრელოს სამოქალაქო საზოგადოების 6 კაციანი დელეგაცია, საქართველოს კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას შეხვდება. შეხვედრა 5 დეკემბერს 15:00 საათზეა დაგეგმილი. სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა უცვლელელი რჩება: „გადადგეს კულტურის მინისტრის მოადგილე იური მეჩეთოვი“– ამასთან დელეგაციის წევრები გურამ ოდიშარიას იმ ხელმოწერებს გადასცემენ,რომელიც კვირაზე მეტია სამეგრელოს მასშტაბით გროვდება.
სამოქალაქო საზოგადოების წევრები ჯერ–ჯერობით ხელმოწერების როდენობასთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ. როგორც სამეგრელოს სამოქალაქო საზოგადოების წევრი ანი წთლიძე რადიო „ათინათთან“ საუბარში აცხადებს ხელმოწერების შეგროვების გაგრძელება გურამ ოდიშარიას პასუხზე იქნება დამოკიდებული.
მასალის გამოყენების პირობები