ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მეუღლესთან ერთად საქველმოქმედო ორგანიზაციას Toys For Tots-ს შეუერთდა, ორგანიზაცია სოციალურად დაუცველ ბავშვებს საშობაოს საჩუქრებს უგროვებს.
მიშელ ობამა აღნიშნული მარათონს უკვე ტრადიციულად უერთდება და წელს მან თეთრი სახლის თანამშრომლებთან ერთად ბავშვებისთვის 1000 მდე სათამაშოს მოუყარა თავი.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სასიყვარულო ურთიერთობაზე, თანაცხოვრებასა და პრობლემებზე ამერიკაში მალე ფილმს გადაიღებენ. სურათში სახელწოდებით Southside With You წყვილის ურთიერთობის ყველა ეტაპი იქნება ნაჩვენები.
მასალის გამოყენების პირობები