რუბრიკები
Financial Times-მა წლის ადამიანად Apple-ის გენერალური დირექტორი დაასახელა
ბრიტანულმა გამოცემა Financial Times-მა წლის ადამიანად Apple-ის გენერალური დირექტორი ტიმ კუკი დაასახელა. Financial Times-ის განცხადებით, 2014 წელს ტიმ კუკიმ შეძლო კომპანიის ლეგენდარული დამაარსებლის სტივ ჯობსის ჩრდილიდან გამოსვლა და Apple-ისთვის ახალი სისხლის გადასხმა. ”Apple-ის ახალი ტექნოლოგიები და ფინანსური წარმატება სრულებით საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ტიმ კუკი წლის ადამიანად დაგვესახელებინა”, - ნათქვამია Financial Times-ის რედაქციის განცხადებშია. ტიმ კუკის ხელმძღვანელობისას ამერიკულმა კომპანიამ რამდენიმე ახალი პროდუქტი წარმოადგინა - Apple Watch და Apple Pay. ექსპერტთა განცხადებით, ამით Apple-მა ნოვატორის იმიჯი აღიდგინა, რომელიც ბევრი კრიტიკოსის აზრით, სტივ ჯობსთან ერთად გარდაიცვალა. Financial Times-ში ასევე აღნიშნავენ, რომ 2014 წლის თებერვლიდან მოყოლებული დღემდე ამერიკული კომპანიის აქციების ფასი 50%-ით გაიზარდა, Apple კი კვლავ დასახელდა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად, რომლის კაპიტალიზაციამ 700 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამასთან ერთად, ბრიტანულ გამოცემაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მათ ასევე გაითვალისწინეს ტიმ კუკის მიერ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გასაჯაროება - რამდენიმე თვის წინ Apple-ის გენერალური დირექტორი გამოტყდა, რომ გეია. Financial Times-ის სარედაქციო ჯგუფის განცხადებით, ამ აღიარებით ტიმ კუკიმ მამაცური ნაბიჯი გადადგა. ექსპერტები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ გარდა წარმატებული მეწარმეობისა, ტიმ კუკი აქტიურად არის ჩართული გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ზრუნვასა და სექსუალური უმცირესობების დაცვაში. Financial Times-ი ყოველწლიურად ავლენს ”წლის ადამიანს” ბიზნესის, ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში. 2010 წელს ბრიტანულმა გამოცემამ წლის ადამიანას Apple-ის ლეგენდარული დამფუძნებელი სტივ ჯობსი დაასახელა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.