ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მაყურებლის წინაშეა ახალი ტრეილერი და პოსტერი! ფილმში “გაქცევის” ვარსკვლავი უენტუორთ მილერი მონაწილეობს. მასთან ერთად არიან: კარლ ურბანი, ჯეიმს მარსდენი, ერიკ სტოუნსტრიტი და მათიას შუნეირტსი. ისინი დაოჯახებულ მეგობრებს განასახიერებენ, რომლებსაც საერთო საიდუმლო პენტჰაუსი აქვთ და სახლს იმისათვის იყენებენ, რომ ცოლებს უღალატონ და თავიანთ ყველანაირ ფანტაზიას გასაქანი მისცენ. ყველაფერი საშინელებათა ფილმს ემსგავსება, როცა ერთ-ერთ ოთახში ქალის გვამს პოულობენ და ეჭვი ერთმანეთზე მიაქვთ.
ახალ სურათში, ასევე, მონაწილეობენ: იზაბელ ლუკასი, რონა მიტრა და რეიჩელ ტეილორი. “სხვენის” პრემიერა 2015 წლის 23 იანვარსაა დაგეგმილი. ამჯერად კი ახალ ტრეილერს გთავაზობთ:
მასალის გამოყენების პირობები