ინგრედიენტები:
ფქვილი 2 ჭიქა
ზეთი 1/3 ჭიქა
თბილი წყალი 3 ს.კ
მწიკვი მარილი
გულსართი:
ვაშლი 500 გ
ნიგოზი 1/2 ჭიქა
საფანელი 2 ს.კ
შაქარი გემოვნებით
დარიჩინი გემოვნებით
მომზადების წესი:
მოზილეთ ცომი ფქვილით, ზეთით, წყლით, მარილით. იმდენ ხანს ზილეთ, სანამ ელასტიური და პრიალა არ გახდება.
ცომი ნახევარი საათით სითბოში დატოვეთ. შემდეგ ფქვილმოყრილ მაგიდაზე ძალიან თხლად გააბრტყელეთ. ცომი ქაღალდივით სიფრიფანა უნდა გახდეს. ზემოდან წაუსვით ზეთი, თანაბრად გააანაწილეთ ზედაპირზე გულსართი და ფრთხილად გადაახვიეთ რულეტივით. მზა რულეტი ტაფაზე, ზემოდანაც ზეთი გადაუსვით და გამოაცხეთ 180-200 გრადუსზე.
გულსართი: ვაშლი დაჭერით პატარა კუბებად, შეურიეთ შაქარი, დაფქული ნიგოზი, საფანელი, დარიჩინი
მასალის გამოყენების პირობები