ვიდეოში, რომელიც ანჯელინა ჯოლიმ გუშინ ატვირთა, ამბობს, რომ “გაუტეხელის” პრემიერას და სხვა ღონისძიებებს ვერ დაესწრება. მათ შორისაა მთავარი ლოს-ანჯელესური პრემიერაც. მსახიობი და დებიუტანტი რეჟისორი მიზეზად ჩუტყვავილას ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირის განმავლობაში გაზეთებსა და ჟურნალებში აქტიურად იწერება ჯოლის შესახებ. სასაუბრო თემები ეხება ჰაკერების მიერ მოპოვებულ ელექტრონულ ფოსტებს, რომლებშიც იკითხება ინფორმაცია ანჯელინას, პროდუსერ სკოტ რუდინსა და “სონის” წარმომადგენელ ემი პასკალს შორის საკმაოდ ბინძური გარიგებების შესახებ. ეს მასალა იმ ჰაკერებმა მოიპოვეს, რომლებიც კომპანია “სონის” ელექტრონულ ბაზას “დაესხნენ თავს”. გარდა ამისა, ყველასათვის მოულოდნელად, “გაუტეხელი” “ოქროს გლობუსის” არც ერთ ნომინაციაში არ მოხვდა. ჯერჯერობით უცნობია, ეს რაიმე კონკრეტულმა მიზეზმა განაპირობა თუ, უბრალოდ, ჯოლის მოლოდინი ზედმეტად ამბიციური იყო.
შეგახსენებთ, რომ “გაუტეხელის” მსოფლიო პრემიერა 25 დეკემბერსაა დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები