ანაკლიაში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
მშენებელმა კომპანიამ, რომელმაც პროექტის განხორციელების უფლება აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შედეგად მოიპოვა, უკვე დაასრულა სახმელეთო სამუშაოები. ამჯერად ზღვაში ტეტრაპოდებს ალაგებენ.
ანაკლიის ნაპირდამცავ ნაგებობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტი ორეტაპიანია და ის 4 ათას 100 მეტრი სიგრძის ნაპირის გამაგრებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება 3 კილომეტრი სიგრძისა და 60 მეტრი სიგანის სანაპირო ზოლის მოწყობა.
სამუშაოებს ზედამხედველობას კორეული კომპანია უწევს, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მიერ საერთაშორისო ტენდერით იქნა გამოვლენილი.
მასალის გამოყენების პირობები