მკვლელობა გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში.წუხელ,14 დეკემბერს,გვიან ღამით სამი ნიღბიანი პირი 75 წლის ნაპოლეონ უჩავას თავს დაესხა და მოკლა.უჩავას ნათესავების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მისი გატაცება სცადეს,რა დროსაც მამაკაცმა ერთ-ერთ მათგანს ნიღაბი ჩამოგლიჯა და სწორედ ამის შემდეგ მას ესროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან.
ნაპოლეონ უჩავას ცხედარი გალის პროზექტურაშია გადასვენებული. ინფორმაციას ადასტურებენ აფხაზეთის მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობაშიც.
მასალის გამოყენების პირობები