როდესაც პრინცი ჯორჯის არაფორმალური ფოტო პირველად გავრცელდა ინტერნეტში, ქეითის მამის, მაიკლ მიდლტონის გადაღებული, მაშინვე ცხადი გახდა, რომ პრინცს ძალიან ბევრ ფოტოში ვნახავდით სხვადასხვა ფორმალური შეხვედრისთვის სპეციალურად გამოწყობილს.
თუმცა, საშობაო ფოტოსესიისთვის სამეფო ოჯახმა პრინცი ჯორჯის ფოტოგენურობა მთლიანად თავიანთ ახლობელს, პრინც ჩარლზის პირად თანაშემწეს მიანდეს, რომელსაც ფოტოგრაფიაში მცირე გამოცდილება აქვს.
ფოტოების ავტორი ედუარდ ლეინ ფოქსია. ის ერაყსა და ბოსნიაში მსახუროდბდა და კაპიტანი იყო. ამის შემდეგ ლონდონის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, ფოტოჟურნალისტიკის კურსზე ისწავლა. სამეფო ოჯახს კი მას შემდეგ დაუახლოვდა, რაც პრინცი ჰარი საქველმოქმედო ღონისძიებაზე გაიცნო.
პატარა პრინცი ნაცნობი ადამიანის წინ ძალიან ბუნებრივად პოზირებს და ეს მის ფოტოებს კიდევ უფრო შესანიშნავს ხდის.
დიდი განხილვის საგნად იქცა პრინცის უზადო ჩაცმულობაც. პრინცესა მიდლტონის გემოვნებაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა პრინც ჯორჯის ფოტოების გავრცელების შემდეგ, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ მიდლტონი მას ძალიან გემოვნებით აცმევს. ინტერნეტმომხმარებლებმა მისი სამოსის ონლაინ მაღაზიებში მოძიებაც შეძლეს და აღმოჩნდა, რომ პრინცის მშვენიერი ჩაცმულობა სულაც არაა დიდ თანხებთან დაკავშირებული. ამ ფაქტმა პრინცესას მიმართ პატივისცემა ერთი-ორად გაზარდა.
პრინცის თეთრი ბოდე სულ რაღაც £12, პულოვერი £32, ფეხსაცმელი კი £36 ღირს. როგორც უცხოური მედია იუწყება, ფოტოების გავრცელებისთანავე პრინც ჯორჯის მსგავსი სამოსი მაღაზიებიდან მთლიანად გაიყიდა.
მასალის გამოყენების პირობები