ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და გამგეობის სამსახურებმა, ა.ა.ი.პ საზოგადოება და ჯანდაცვა, ფეხბურთის განვითარების ცენტრმა, სოციალურად მძიმე პირობებში მყოფ ლიფონავების ხუთ სულიან ოჯახს პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთები, სურსათი და შეშა მიუტანეს.
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის გიზო სართანიას განცხადებით, გამგეობა ლიფონავების ოჯახს საახალწლოდ სურსათს მიუტანს, ხოლო ახალი წლის შემდეგ სოციალურად დაუცველ ოჯახს ქირით ახალ საცხოვრებელ ბინაში გადაიყვანს.
მასალის გამოყენების პირობები