პატიმარი რუსლან გუგუნავა გლდანის N8 დაწესებულების თანამშრომლებს მის ცემაში ადანაშაულებს და ხელისუფლებას და სახალხო დამცველს დროული რეაგირების თხოვნით მიმართავს.როგორც გუგუნავას ოჯახის წევრები განმარტავენ,პატიმარი სხვა პატიმრებზე ზეწოლისა და ცემის ფაქტებს აპრტესტებდა,რის გამოც გუშინ სასტიკად ცემეს,შემდეგ კი ქუთაისის N2 საპყრობილეში გადაიყვანეს.
ოჯახი თავად პატიმრის სატელეფონო ჩანაწერსაც ავრცელებს,სადაც ის კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს, მათ შორის ციხის უფროსის მოადგილეს და რეჟიმის უფროსს. ამასთან გუგუნავას განმარტებით,მას სხეულზე თვითდაზიანებები აქვს მიყენებული.
მასალის გამოყენების პირობები