ინგრედიენტები:
კარტოფილი 1 კგ
ყველი 100 გ
კვერცხი 4
მარილი და პილპილი
ფქვილი 2 ს.კ
საფანელი 2 ს.კ
ხახვი 1 თავი
მომზადების წესი:
კარტოფილი გათალეთ და მოხარშეთ მარილიან წყალში. გადაწურეთ და გააგრილეთ. ყველი და გაცივებული კარტოფილი გახეხეთ. ხახვი წვრილად დაჭერით, მოშუშეთ და დაამატეთ კარტოფილს, 2 კვერცხთან, მარილთან და პილპილთან ერთად.
ცალკე ათქვიფეთ 2 კვერცხი. კარტოფილისგან გააკეთეთ კატლეტები, ამოავლეთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში, შემდეგ საფანელში და შეწვით ზეთიან ტაფაზე.
მასალის გამოყენების პირობები