აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გურამ გუნავამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. როგროც გურამ გუნავა რადიო „ათინათთან“ საუბარში აცხადებს მასზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და მან გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე თავად მიიღო.
„ჩემი 5 წლიანი მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, ახლა საჭიროა ასპარეზი ახალგაზრდებს დავუთმო“,–განაცხადა აბაშის ყოფილმა გამგებელმა.
გადადგომის განცხადება საკრებულოს განსახილველად უკვე გადაეცა, საკრებულო მას 20 დეკემბრის სხდომაზე განიხილავს.
მასალის გამოყენების პირობები