ჰონგკონგში ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა ყველაზე გრძელი პოდიუმის შექმნაში. ბილიკის მანძილი, რომელზეც დღეს პირველად გაიარეს მოდელებმა 3 კილომეტრსა და 200 მეტრს შეადგენს. ის კვეთს ტრასებსა და საფეხმვლო ბილიკებს.
მსგავსი პოდიუის შექმნა შასძლებელი გახდა დანიის მოდის ინსტიტუტისა (Danish Fashion Institute) და ჰონგკონგის მოდის დიზაინერების ასოციაციის კოლაბორაციის შედეგად.
«დანიელ დიზაინერთა სამოსებში გამოწყობილმა 158 მოდელმა გაიარა ამ პოდიუმზე ჰონგონკის ბრწყინვალე პეიზაჟის ფონზე. ეს მოვლენა საუკეთესო საშუალებად იქცა საერთაშორისო მასშტაბით დანიის მოდური სტილის წარმოსაჩენად», – განაცხადა დანიის მოდის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ევა კრუსმა.
ჩვენების ბოლოს გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა ორგანიზატორებს მსოფლიოში ყველაზე გრძელი პოდიუმის შექმნის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცეს.
მასალის გამოყენების პირობები