ნორვეგიაში, რომელიც არ შედის ევროკავშირში, მასშტაბურად აღინიშნა ნობელის პრემიების გადაცემა. ჯილდო მიენიჭა ევროკავშირს, მისი და მისი წინამორბედების 60–წლიანი წვლილისთვის, რომელიც შეტანილ იქნა ევროპაში მშვიდობისა, შერიგების, დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების დაცვის საქმეში. ნობელის პრემიები სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს აგრეთვე სტოკჰოლმში გადაეცათ.
გავრცელებული ინფორმაციით, წელს ეტიკეტიც კი დაირღვა: ლიტერატურის სფეროში ლაურეატის მო იანის მაგიდასთან მისი მეუღლეც იჯდა. წყვილისთვის გამონაკლისი დაუშვეს, მწერალს მარტოობა რომ არ ეგრძნო, რადგან ის მხოლოდ ჩინურ ენაზე საუბრობს .
ცერემონიის დასრულებისთანავე შვედური დედაქალაქის რატუშის ცისფერ დარბაზში ტრადიციული ბანკეტი გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები