რუბრიკები
ვარსკვლავების პირველი კომენტარები ჯო კოკერის სიკვდილზე
როგორც უკვე ყველამ გაიგო, ლეგენდარული შემსრულებელი ჯო კოკერი 70 წლის ასაკში ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. ის ცნობილია ისეთი დიდი ჰიტებით, როგორებიცაა “You Are So Beautiful”, “Up Where We Belong”, “Noubliez Jamais”, “Unchain My Heart”, “My Father’s Son”, “You Can Leave Your Hat On” და სხვები… მომღერლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ცნობილი ადამიანები უკვე გამოთქვამენ მწუხარებას და სოციალურ ქსელებში სამგლოვიარო განწყობას გამოხატავენ. გთავაზობთ ვარსკვლავების პირველ კომენტარებს: ერიკ კლეპტონი: “კიდევ ერთი საშინელი ამბავი! ახლახან გავიგეთ, რომ ჩვენი მეგობარი ჯო კოკერი გარდაიცვალა. 70-ის იყო. მშვიდად განისვენე, ჯო…” ლენი კრავიტზი: “ჯო კოკერ, გმადლობთ, რომ შენი სული გაგვინაწილე! მშვიდად განისვენე…” რინგო სტარი: “ნახვამდის, ჯო კოკერ, ერთ-ერთი შენი მეგობარი გემშვიდობები. უფალი იყოს შენი მფარველი. სულიერ სიმშვიდესა და სიყვარულს გიგზავნი…” ბრაიან ადამსი: “ჯო კოკერი გარდაიცვალა. მშვიდობით განისვენე, ჩემო კარგო მეგობარო. შენ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი იყავი, ხარ და იქნები! #respect #verysad #hugeinfluence #whenthenightcomes” რონან კიტინგი: “რა სამწუხაროა ჯო კოკერის გარდაცვალება! რა საოცარი და უნიკალური ხმა დავკარგეთ… მშვიდობით განისვენე.” Roxette: “ჯო კოკერი გარდაიცვალა. ნამდვილად საშინელი სიახლეა! ხშირად გადავყრივართ ერთმანეთს სხვადასხვა სტუდიაში… შესანიშნავი კაცი იყო გამორჩეული და განსაკუთრებული ხმით. მართლა ყველას მოგვენატრება…” ბეთ ჰარტი: “The Beatles-ის ჯო კოკერისეული ვერსია ჩემი საყვარელი სიმღერა იყო. მშვიდად განისვენე, ჯო… საშინლად მოგვაკლდები.” პოლ მაკარტნი: “ნამდვილი ტრაგედიაა ჯოს გარდაცვალება. ის ერთი ჩრდილოეთელი ბიჭი იყო, რომელიც ძალიან მიყვარდა და ისევე, როგორც სხვები, ვაღმერთებდი მის ნიჭს. განსაკუთრებულად მესიამოვნა, როცა ჩვენი ‘With A Little Help From My Friends’ იმღერა. მახსოვს, როგორ მოდიოდა ხოლმე თავდაპირველად და როგორ მასმენინებდა ჩანაწერს. ნამდვილი საოცრება იყო! მან ეს სიმღერა სასულიერო ჰიმნად აქცია და ამისათვის ყოველთვის უზომოდ მადლიერი ვიქნები! წლების განმავლობაში ვიცნობდი, როგორც ძალიან კარგ მეგობარს და ისე მეწყინა, როცა გავიგე, რომ ავადმყოფობდა… დღეს კი გავიგე, რომ გარდაიცვალა. შესანიშნავი ადამიანი იყო – უსაყვარლესი პიროვნება, რომელმაც სამყაროს უამრავი შეუფასებელი რამ დაუტოვა. ყველას ძალიან მოგვენატრები, ჯო…”
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.