ამერიკელი მომღერლი დონა სამერი სიკვდილის შემდეგ როკენროლის დიდების დარბაზშ იქნა მიღებული. ოფიციალური ცერემონია ლოს–ანჟელესში 2013 წლის 18 აპრილს გაიმართება. დონა სამერის გარდა დარბაზში კიდევ შვიდი მუსიკოსი მიიღეს.
"დისკოს დედოფალმა“ თავისი კარიერა 1970 წელს დაიწყო და მისი პოპულარობის პიკი 1970–იანი წლების ბოლოსა და 1980–იანი წლების დასაწყისზე მოდის. დონა სამერი 2012 წლის 17 მაისს 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. როკენროლის დიდების დარბაზი უკვე 279 მუსიკოსსა და ჯგუფს ითვლის , მათ შორისაა ჯონ ლენონი, ელვის პრესლი, "ლედ ზეპელინი" და "პინქ ფლოიდი".
მასალის გამოყენების პირობები