92 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოლიოში ყველაზე ცნობილი ინდოელი მუსიკოსი, სიტარზე დაკვრის ვირტუოზი, კომპოზიტორი რავი შანკარი. რავი შანკარი გასულ ღამეს კალიფორნიის შტატის ქალაქ სან–დიეგოს საავდამყოფოში გარდაიცვალა, მუსიკოსი კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით მიიყვანეს.
რავი შანკარს “ინდოეთის მოცარტს” უწოდებდნენ, თავის დროზე ის გიტარაზე დაკვრას ჯონ ხარისონს ასწავლიდა. სახელგანთქმული მუსიკოსი მრავალი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს მფლობელია, მათ შორის სამი „გრემის“ პრემიისა.
მასალის გამოყენების პირობები