ბრიტანეთში 2004 წლიდან ერთ ერთსქესიან წყვილებს სამოქალაქო თანაცხოვრება შეუძლიათ, მაგრამ არა ქორწინება.
ინგლისისა და უელსის ოფიციალურ სახელმწიფო ეკლესიებს აეკრძალებათ ერთსქესიანი წყვილების საქორწინო ცერემონიის ჩატარება. სხვა რელიგიური ორგანიზაციები მოიქცევიან თავისი შეხედულებების შესაბამისად, ამის შესახებ ბრიტანეთის პარლამენტის კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარია მილერმა განაცხადა.
ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება მილერმა იმით ხსნა,რომ მანამდე ინგლისისა და უელსის ანგლიკანურმა და კათოლიკურმა ეკლესიებმა აშკარად გამოხატეს თავიანთი ნეგატიური დამოკიდებულება ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციის მიმართ.
ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში ბრიტანეთის ხლისუფლება გამოვიდა წინადადებით კანონმდებლობაში იმ ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც უკვე 2015 წლიდან ერთსქესიან წყვილებს ეკლესიაში ქორწინების ნებას მისცემდა.
ამ საკითხმა ცხარე დისკუსიები გამოიწვია, კვაკერები, უნიტარიელები და ლიბერალური იუდაიზმის მომხრეები ლოიალურად განეწყვნენ მთავრობის ინიციატივის მიმართ, ხოლო ანგლიკანები და კათოლიკეები მკვეთრად ნეგატიურად.
მასალის გამოყენების პირობები