ვატიკანის ობსერვატორიის ხელმძღვანელმა ხოსე ფუნესმა დღეს დაბეჯითებით განაცხადა, რომ ვერავითარ საფუძველს ვერ ხედავს, სერიოზულად მიიღოს წინასწარმეტყველება 2012 წლის 21 დეკემბრის ქვეყნის დასასრუად გამოცხადების შესახებ, – იუწყებიან რომის მედიასაშუალებები. მისი სიტვებით, მაიას კალენდარის წინასწარმეტყველებაზე დაფუძნებული 21 დეკემბრის აპოკალიფსური სცენარი „განსჯადაც კი არ ღირს". "სამყარო ფართოვდება და თუ ყველა მოდელი სწორია, მაშინ, რაღაც მომენტში ის შეწყვეტს თავის არსებობას, მაგრამ ეს მოხდება დაახლოებით რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ“,–თვლის ფუნესი.
მასალის გამოყენების პირობები