სპეცსამსახურების განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სხვდასხვა ქვეყანაში (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ბოსნია, ხორვატია, მაკედონია, ახალი ზელანდია და პერუ) 10 მდე ადამიანი დააკავეს.
სავრაუდოდ თაღლითები 2010 წლის ქოტომბრიდან მოქმედებდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები მსხვერპლთა საკრედიტო ბარათების, საბანკო ანგარიშების და სხვა პერსონალური მონაცემების მისაღებად ბოტნეტს იყენებდნენ. ბოტნეტი დავირუსებულ კომპიუტერთა ქსელია. პოტენციური მსხვერპლის კომპიუტერს აინფიცირებენ ბოტის საშუალებით, ანუ სპეციალური პროგრამისა, რომლის საშუალებით ბოროტმოქმედი იღებს წვდომას მონაცემებთან, რომლებიც რესურსზე ინახება. ამ შემთხვევაში გამოყენებულ იქნა 11 მილიონი კომპიუტერული სისტემა, რომელიც დაინფიცირებულ იქნა ვირუსის მატარებელი პროგრამის ვარიანტებით, რომელიც ცნობილია როგორც Yahos.
Facebook-ის წარმომადგენლები აქტიურად ეხმარებოდნენ გამოძიებას ამ შეტევის წყაროს გამოსავლენად და ასევე დაზარალებული მომხმარებლების გამოსავლენად.
მასალის გამოყენების პირობები