მედიაში გაჩნდა ფოტოები, რომლებზეც პაპი iPad-ის პლანშეტის ღილაკს აჭერს თითს.
პაპის პრეს-მდივანმა აღნიშნა, რომ პონტიფიკი ყველასთვის მისაწვდომი გახდება. ბენედიქტ XVI რვა ენაზე აქვს ექაუნთი: ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ, პოლონურ, პორტუგალიურ და ფრანგულ ენებზე.
"პაპი გაგიზიარებთ თავის სულიერ გზავნილებს. პონტიფიკი რაღა თქმა უნდა აღარ ივლის Blackberry-თ და iPad-ით ხელში, თუმცა ამასთან ერთად ვერავინ შეძლებს მის ნაცვლად შეტყობინებების შეთხზვას ", - განაცხადა გრეკ ბერკმა, მედიის საკითხებში ვატიკანის უფროსმა კონსულტანტმა.
ამავე დროს, როგორც მოსალოდნელია, 1,2 მილიარდი კათოლოკეს სულიერი მოძღვარი არა თავად დაწერს შეტყობინებებს, არამედ მათ ვიზირებას მოახდენს.
bbc
მასალის გამოყენების პირობები