მკვლევართა ჯგუფმა მოამზადა მოხესნება, რომელშიც ამტკიცებს, რომ ზედმეტი წონა სიკვდილის უფრო გავრცელებულ მიზეზად იქცა, ვიდრე კვების უკმარისობა.
მეცნიერებმა გააანალიზეს 2012 და 1990 წლების სიკვდილიანობის სტატისტიკა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ადამიანის სიკვდილის მიზეზთა ჩამონათვალში შიმშილმა პირველობა სიმსუქნეს დაუთმო.
მაგალითისთვის, გასულ წელს 3 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა სიმსუქნისგან, მაშინ როდესაც არასაკმარისი კვებას სამჯერ ნაკლები ემსხვერპლა.
კვლევების ავტორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ამისა მწირი რაციონი აფრიკაში ისევ რჩება არასრულწლოვანთა სიკვდილის მთავარ მიზეზად.
მასალის გამოყენების პირობები