საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შალვა ენუქიძის განცხადებით, დაკავებული შსს-ის თანამშრომელია.
"შემთხვევა ორი დღის წინ, ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. შსს-ის თანამშრომელი, რომელიც უწყებაში კამაზის მძღოლად მუშაობს, აფხაზეთის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა დააკავეს. საქმე ის არის, რომ დაკავებული წარმოშობით ოჩამჩირიდანაა, მამამისი ახლაც იქ ცხოვრობს და სწორედ მასთან შესახვედრად მიდიოდა, რათა საახალწლო ნობათი გადაეცა. დაკავება ე.წ. საზღვრის უკანანონო გადაკვეთის ბრალდებით მოხდა", - აღნიშნა შალვა ენუქიძემ.
მისივე განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
"აფხაზეთის მხარემ უკვე დაგვიდასტურა აღნიშნული პირის დაკავება. ახლა ველოდებით ინფორმაციას მისი ზუსტი ადგილსამყოფელისა და გათავისუფლების თარიღის შესახებ", - განმარტა ენუქიძემ.
მასალის გამოყენების პირობები