საქართველოში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი შავ ზღვაში, საქართველოს სანაპირო ზოლიდან 46 კილომეტრში მდებარეობდა.
მიწისქვეშა ბიძგები 17:31 საათზე, 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა. რყევები განსაკუთრებით იგრძნობოდა დასავლეთ საქართველოში, აგრეთვე - თბილისშიც.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
მასალის გამოყენების პირობები