Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/52F862DF-ECE2-45DE-BC51-CA35A1BCE98B_mw1024_s.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ხურჩაში სათემო კავშირების წარმომადგენელთა მორიგი შეხვედრა შედგა
ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“ – ს ორგანიზებით, 23 დეკემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის (რუსი სამხედროების მიერ კონტროლირებადი, გალის რაიონის დაბალი ზონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე) სოფელ ხურჩაში მორიგი  შეხვედრა გაიმართა. მას ასოციაციაში გაერთიანებული აფხაზეთის, ოსეთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სათემო კავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ საჩხერის რაიონის სოფელ ქარძმანის სათემო კავშირის წევრები ხურჩას უკვე მეორედ  ესტუმრნენ: 25 ოქტომბერს ისინი აქ გამართულ ეროვნული სამზარეულოს ფესტივალში იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. არაფორმალურ შეხვედრაზე, მიმდინარე წელს ჩატარებულ ღონისიძიებებზე ისაუბრეს. როგორც ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“– ს ხელმძღვანელმა ალუ გამახარიამ აღნიშნა, ყველაზე მწვავე პრობლემად აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე  გადაადგილების შეზღუდვა რჩება. ე.წ. ადმინსტრაციული საზღვარი, საპასპორტო რეჟიმთან დაკავშირებული სირთულეების გამო, ვერ გადმოლახა აფხაზური სათემო კავშირის რამდენიმე წევრმა. ამ ამხრივ ასოციაციაში გეგმავენ გააძლიერონ ის რეზონანსი, რომელიც ნაბაკეველების მიერ ალექსანდრე ანქვაბთნ გაგზავნილმა მიმართვამ გამიწვია. შეგახსნებთ, გალის რაიონის დაბალი ზონის სოფელ ნაბაკევის მოსახლეობამ მათი მდგომარეობის შემსუბუქების თხოვნის წერილით აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. ალუ გამახარიას განცხადებით, აღნიშნული მიმართვა ასევე გადაეგზავნა უფლებადაცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს. შეხვედრის მონაწილეები ხურჩიდან ქუთაისში ჩავიდნენ, ხოლო დღეს კი თბილისში მიემგზავრებიან, სადაც მიმდინარე წლის ღონისძიებებს შეაჯამებენ და სათემო კავშირების საჭიროებების გათვალისწინებით, სამომავლო გეგმებს დასახავენ.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.