Facebook -მა აშშ-ში თავისი მომხმარებლებისთვის, მათ საცხოვრებელ რაიონში დაკარგული ბავშვების ინფორმაციის დემონსტრირება დაიწყო. ამის შესახებ სოციალური ქსელის ბლოგი მოგვითხრობს.
ეს ინიციატივა მსოფლიოში უმსხვილესმა სოციალურმა ქსელმა, ორგანიზაცია National Center for Missing and Exploited Children-თან პარტნიორობის ფარგლებში გაუშვა. ეს ორგანიზაცია კი აშშ-ში დაკარგული ბავშვების პოვნით და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დახმარებით არის დაკავებული.
თავიდან პოლიცია წყვეტს, შესაძლებელია თუ არა კონკრეტული ბავშვის დაკარგვის ფაქტის ჩართვა სისტემაში AMBER Alert, ხოლო შემდეგ, National Center for Missing and Exploited Children-ი ამ ინფორმაციას Facebook-ს უგზავნის.
Facebook -ი ამ ინფორმაციას აჩვენებს იმ მომხმარებლებს, რომლებიც ბავშვის ძებნის ზონაში ცხოვრობენ. შეტყობინებას Facebook-ზე თან დაერთვება დაკარგული ბავშვის ფოტო და დეტალური ინფორმაცია მასზე.
მასალის გამოყენების პირობები